ქუთაისში დრიფტ შოუს ფინალური ტურნირი გაიმართება
ქუთაისში 14 ოქტომბერს დრიფტ შოუ გაიმართება. „წყვილთა რბოლისა და დრიფტის შოუ“-ს ტურნირის ორგანიზებისთვის ქუთაისის მერიამ 4 300 ლარი გამოყო. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო. "ავტო მოტო კლუბ იმერეთი" ტენდერის თანახმად ვალდებულია, უზრუნველყოს ტურნირის ორგანიზება, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ადგილის დასუფთავება ღონისძიების დასრულების შემდეგ. როგორც კლუბის წარმომადგენელი ნიკო სვანიძე "ნიუპრესთან" განარტავს, შოუ მინისტარის ხიდის ქვეშ 11:00სააათზე დაიწყება. მისივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართევლოს მასშტაბით ფინალურ ტურნირში გამოვლინდებიან გამარჯვებულები და ამით სეზონი დაიხურება. რაც შეეხება მონაწილეებს, დაახლოებით 50 ავტომოყვარული მიიღებს მონაწილეობას, გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















