|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე, ე.წ.წივწივაძის შენობასთან სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მყოფი გარემოვაჭრეების განცხადებით, ქარმა შენობის სახურავი დააზიანა, რის გამოც რკინის მასალა შენობაზე არის გადმოკიდებული.

მოქალაქეები შიშობენ, რომ სამშენებლო ნარჩენები შესაძლოა ჩამოვარდეს და გამვლელები დააზიანოს. საფრთხის თავიდან ასაცილებლად სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

ქარმა ქუთაისი და მთლიანად იმერეთის რეგიონი დააზარალა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა