|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ელექტრომობილების დამტენი სადგურები მოეწყობა

ქუთაისში ელექტრობილების დამტენი სადგურები მოეწყობა. ინფორმაცია მერიის ეკონომიკის სამსახრის უფროსმა გიორგი გიორგობიანმა გაავრცელა. მისი თქმით, პროექტი ქუთაისის ეკონომიკური განვიტარების მოკლევადიან გეგმაშია გაწერილი და 50 000 ლარი გაწერილი.

მერიის ეკონომიკურის სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა და უკვე აქვთ მოლაპარაკება კერძო კომპანეიბთან.

"გვაქვს სურვილი მოეწყოს ელექტომობილების დამტენი სადგურები. ვესაუბრეთ კერძო კომპანიას და სადგურების მოწყობაზე თანხმობა გვაქვს, არ ვიცით, ამ დროისთვის რამდენი სადგური მოეწყობა და სად, ეს მუშაობის პროეცესშია. არ არის გამორიცხული გამოკითხვაც ვაწარმოოთ და გავიგოთ, მოქალაქეები რომელ ადგილებს თვლიან პოპულარულად. რაც შეეხება თანხებს, პროექტის ღირებულება გაწერილია წარსადგენი გეგმისთვის, ამ სამუშაოებზე ბიუჯეტიდან თანხები არ დაიხარჯება", -განაცხადა გიორგი გიორგობიანმა. 

ქუთაისის საკრებულომ ქალაქის  ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა განიხილა. გეგმა ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი გიორგობიანმა წარუდგინა.  გეგმის განხილვას საკრებულოში ხმაურისა და კამათის გარეშე არ ჩაუვლია.  

 

ქუთაისის მერია ეკონომიკური განვითარების გეგმისთვის 2 133 000 ლარს გამოყოფს

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა