ქუთაისში ელექტროენერგიის მიწოდება 5 800 აბონენტს შეეზღუდება
ქუთაისის ნაწილში ელექტროენერგიის მოსალოდნელი გათიშვის შესახებ ინფორმაციას "ენერგო პრო ჯორჯია" ავრცელებს. 15 ივლისს, 07 -დან 14 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 5800 აბონენტს.
"110/6 კვ ქვესადგურში “ქუთაისი 3” დაგეგმილი პროფილაქტიკურ სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება გუგუნავას, გიორგი ბრწყინვალეს, სერგეი მეხის, თავისუფლების, პავლე ინგორიყვას, ლადო მესხიშვილის, ნარსიას, ნაფეტვარიძის, ანტონ ჩეხოვის, და-ძმა უორდროპების, გამარჯვების, იმედაძის, კაკაბაძის, კეკელიძის, შმიდტის, ჩიქოვანის, ჟიული შარტავას, ზვიად გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებს. სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტრომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში"-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















