|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნისთვის რამდენიმე ადგილი განიხილება-გიორგი ჭიღვარია

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის ადგილი ჯერჯერობით უცნობია. ქუთაისის მერის ინფორმაციით, ქარხნისთვის რამდენიმე ადგილი განიხილება , თუმცა კონკრეტულად საუბარი ჯერ არ შეუძლია. 

"რამდენიმე ადგილზეა საუბარი, რეალურად განიხილება ეს ადგილები და დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ"-განუცხადა ქუთაისის მერმა "ნიუპრესს".

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა ქარხნის ადგილად ავტოქარხნის ტერიტორია შეირჩეს, ამბობს, რომ ეს ლოკაციაც განიხილება. 

ქუთაისში ელექტომობილების ქარხნის აშენების შესახებ ინფორმაცია პრემიერ მინისტრმა გაავრცელა.  პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, კომპანია „ჩანგანმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ საქართველოში აშენდება ელექტრომობილების ქარხანა და უკვე 2020 წლიდან ბაზარზე საქართველოში აგებული ავტომობილები გავა.

"ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც, ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება, ქალაქი რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს. ელექტრომობილების ქარხანა აშენდება ქუთაისში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა