ელექტრონული ბიბლიოთეკა და უფასო ინტერნეტი ქუთაისის სკვერში
ქუთაისში ტურისტის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ენერგოეფექტურ სკვერში ელექტრონული ბიბლიოთეკა მოეწყობა.
როგორც "ნიუპრესს" ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება.
"სკვერში ელექტრონული ბიბლიოთეკა მოეწყობა, ასევე ჩაირთვება უფასო ინტერნეტი. ზუსტად თარიღის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან სამუშაოებზე ტენდერი უნდა გამოცხადდეს",-განაცხადა კლდიაშვილმა.
სკვერში უფასო ინტერნეტის ჩართვის შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს დაანონსდა.
ამ თემაზე: უფასო ინტერნეტი და ელექტროენერგია–ქუთაისში ენერგოეფექტური სკვერი გაიხსნა
აიეტი, ოქროს საწმისი და ვიზიტორები ქუთაისის ტურისტულ ცენტრში [PHOTO]
ავტორი: ანი ლიპარიშვილი