|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკები დამონტაჟდა

პროექტის „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ფარგლებში ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკები დამონტაჟდა. ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციების დამზადებისა და ქუთაისის მასშტაბით განთავსების სამუშაოებისთვის მერიამ 25 000 ლარი გამოყო. ტენდერის ფარგლებში ქუჩებში მცირე და დიდი ზომის კონსტრუქციები განთავსდება.
კონსტრუქციები განთავსდა  მწერლების სახელობის ქუჩებზე, ხოლო დიდი კონსტრუქციები - ბაღებსა და სკვერებში.
პროექტის მიზანია ქუთაისში საგანმანათლებლო-ლიტერატურული პროექტის „ქალაქი - ბიბლიოთეკის“ ფარგლებში  მწერლების სახელობის ქუჩებზე და რეკრეაციულ ადგილებში, სკვერებში, ბაღებში ორიგინალური კონსტრუქციები - ელექტრონული QR ბიბლიოთეკების დამონტაჟება, რომელზეც, ქუჩის მანიშნებელთან ერთად, განთავსდება ელექტრონული წიგნები და მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით ქალაქის მკვიდრნი და ვიზიტორები შეძლებენ წიგნების უფასოდ, საჩუქრად ჩამოტვირთვას. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა