"გადავწყვიტეთ, ქუთაისში ექსპერიმენტული დასი შეგვექმნა"-დათო ლიკლიკაძე
ქუთაისში მესხიშვილის და ახალგაზრდული თეატრების მსახიობებმა ექსპერიმენტული დასი ჩამოაყალიბეს. რამდენიმე მსახიობისგან შექმნილმა ჯგუფმა პირველი სპექტაკლის "კარმენი" ჩვენება მესხიშვილის თეატრში გამართა,რომელსაც საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასება მოყვა. ექსპერიმენტული დასის შექმნის შესახებ "ნიუპრესს" დასის წევრი დათო ლიკლიკაძე ესაუბრა.
"თბილისში არსებობს ორგანიზაცია, რომელიც სხვდასხვა დასის სპექტაკლებს ფესტივალებზე აგზავნის. შარშან, ჩვენც გვქონდა მსგავსი შემოთავაზება, რის გამოც შევიკრიბეთ ექვსი მსახიობი და დავდგით სპექტაკლი "კარმენი", რომელმაც იმთავითვე დიდი მოწონება დაიმსახურა. მას შემდეგ გადავწყვიტეთ, საკუთარი დასის შექმნა და აი, უკვე ექსპერიმენტული დასის სახელით ვითამაშეთ პირველი სპექტაკლი.მესხივილის თეატრი რომ არა, ამას ვერ გავაკეთებდით, ყველანი გვერდით დაგვიდგნენ და განსაკუთრებით თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი,რის გამოც დიდ მადლობას ვუხდით",-განაცხადა დათო ლიკლიკაძემ.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ სოფო ჩირაძე, სოსო ხურციძე, სოსო ცინცაძე და დათო ლიკლიკაძე. სპექტაკლის რეჟისურაზე მესხიშვილის თეატრის მსახიობები გიგა მიქაძე და მაგდა ჩიხლაძე მუშაობდნენ. დასი აღნიშნული სპექტაკლით რამდენიმე ფესტივალში მონაწილეობას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ექსპერიმენტულ დასს უკვე აქვს შემოთავაზებები ცნობილი თეატრალებიდან.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















