|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ერაყელმა სტუდენტებმა აქცია გამართეს

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  10-მდე ერაყელი ახალგაზრდა იძულებულია, სწავლა მესამე კურსზე შეწვიტოს. ამის მიზეზი კი ბინადრობის მოწმობის გახანგრძლივებაზე მიღებული უარია, რის გამოც უცხოელ სტუდენტებს საქართველოს დატოვება მოუწევთ. სამართლებრივი ბრძოლისთვის მათ ერთთვიანი ვადა აქვთ მიცემული. სტუდენტების თქმით, შესაბამისი უწყებიდან მათ განუმარტეს, რომ სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ამასთან დაკავშირებით უცხოელმა სტუდენტებმა უნივერსიტეტთან აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. 

"ჩვენ ქუთაისში ვსწავლობთ  და პრობლემას, რომელსაც წავაწყდით,  რაციონალიზმს მოკლებულია. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე საშიშებად გვაცხადებენ, უარს გვეუბნებიან ბინადრობაზე. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ვესაუბრეთ,  გვეუბნებიან, რომ ვერ დაგვეხმარებიან. თუკი უნივერსიტეტი არ დაგვეხმარება, მაშინ ვის უნდა მივმართოთ?",- აღნიშნა მუსტაფა პარაღოლმა. 

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტუდენტების შესახებ უარყოფითი დასკვნა კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დადო და მათ ბინადრობის უფლება სწორედ ამ მიზეზით შეუჩერდათ.

 10 სტუდენტმა ქვეყანა 30 დღეში უნდა დატოვოს. 





 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა