"დღეს ორი დაგვიანება გვაქვს, ორივე ქუთაისის ცენტრებში"- სოფიო გორგოძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ქუთაისში გაეცნო. გორგოძე №1 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მივიდა. მისი თქმით, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
"ქუთაისში დღეს სამივე საგამოცდო ცენტრი მოვინახულეთ. ყველა ცენტრში გამოცდები წესების შესაბამისად მიმდინარეობს. ზოგადად, მშვიდი სიტუაცია გვაქვს, რაც შეეხება დილის მონაცემებს, აბიტურიენტების 95% გამოცხადდა. დღეს გვაქვს ორი დაგვიანება, ორივე ქუთაისის ცენტრებში, მოვუწოდებთ აბიტურიენტებს გაფრთხილდნენ, არ მოდუნდნენ ბოლო გამოცდების დროს და არ დააგვიანონ", - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
მან ასევე ისაუბრა, იმ აბიტურიენტების შესახებ, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიოტირებიდან გადმოსვლა ვერ შეძლეს.
"უმეტესობამ ამ აბიტურიენტებისა შეძლო გადმოსვლა, მაგრამ, რაც შეეხებათ იმ აბიტურიენტებს, ვინც ვერ შეძლო გადმოსვლა განთლების სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს და აქვთ გეგმა, რა გეგმითაც უზრუნველყოფენ ამ პირებისთვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას", - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















