|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, "ევექსის“ ონკოლოგიის ცენტრში სტაციონალური განყოფილება გაიხსნა

ქუთაისში, „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდ და თანამედროვედ აღჭურვილ ონკოლოგიის ცენტრში სტაციონალური განყოფილება გახსნა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ქალაქის განვითარების გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამედიცინო ბიზნესის განვითარებას, მისივე თქმით, ქუთაისში კვარტალურად ახალი დაწესებულება ყოველთვის იხსნება, რაც ეკონომიკისთვის აუცილებელია. მან ცენტრს ინვესტიციისა და სამუშაო ადგილებისთვის მადლობა გადაუხადა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ონკოლოგიის ცენტრის“ სტაციონალური განყოფილება 50 საწოლზეა გათვლილი და პაციენტებს ეფექტურ მკურნალობაზე ორიენტირებული კვალიფიციური მედპერსონალი მოემსახურება. უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საოპერაციო ბლოკებში განხორციელდება ონკოლოგიური პაციენტების ქირურგიული მკურნალობა, ჩატარდება ლაპარასკოპიული ოპერაციები, ენდოსკოპიური ოპერაციები უროლოგიაში, რომელიც თანამედროვე ბიპოლარული ელექტრო-ქირურგიული ბლოკის გამოყენებით შესრულდება. ცენტრში პაციენტებს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის კურსს ზედამხედველობას ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ექიმები უწევენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა