|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი ღამის საათებშიც იფუნქციონირებს

ქუთაისში, ფალიაშვილის და რუსთაველის ქუჩების დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელი ღამის საათებშიც მოქმედი იქნება.  მერიასა და შპს "გვირაბი 95"-ს შორის შეთანხმება უკვე მოხდა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას ინფორმაციით, მერიამ გაითვალისწინა მოსახლეობის მოთხოვნა და გადასასვლელი ღამის საათებში გახსნილი იქნება.

ჯავახიას განცხადებით, ასევე გათვალისწინებული იქნება ბიზნესოპერატორების უფლება და ღამიის საათებში ადგილზე გამკაცრდება კონტროლი, რომ დაცული იყოს იქ არსებული მაღაზიები. მან ასევე განმარტა, რომ შპს-ს ობიექტი მუდმივი გამოყენების უფლებით აქვს მიცემული და ამ უფლების ჩამორთმევა ვერ მიხდება.

შეგახსენებთ, მიწისქვეშა გადასასვლელში მაღაზიებია გახსნილი და ის ღამის საათებში დაკეტილია.

დღესვე საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ასათიანის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის გაიჯარებას. მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის განმარტებით, ვინაიდან  არაერთი დასუფთავების მიუხედავად ობიექტი კვლავ დაბინძურებულია, ამიტომ უმჯობესია ის კერძო პირს გადაეცეს, რომელიც მის მის მოვლა-პატრონობაზე იზრუნებს.

გადასასვლელის იჯარით გაცემას  ეთანხმება ოპოზიცია. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია განმარტავს, რომ მერიამ ჯერ უნდა შეიმუშაოს გეგმა, თუ რა დამატებითი ფუნქცია უნდა შეიძინოს გადასასვლელმა და ამის შემდგომ გარკვეული პირობებით გააიჯაროს. შუშანიას განცხადებით, ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა. 

შეგახსენებთ, მიწისქვეშა გადასასვლელები უფუნქციო და მოუწესრიგებელია. 

მოუწესრიგებელი მიწისქვეშა გადასასვლელები და მერიის შეუსრულებელი დაპირება

 

მიწისქვეშა გადასასვლელებში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება

"მიწისქვეშა გადასასვლელი ღია საპირფარეშოდაა ქცეული"

ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა იგეგმება

ქუთაისის მერია მიწისქვეშა გადასასვლელების აუქციონზე გატანას გეგმავს

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა