|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ქუთაისში გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა. გაუმართავი სანიაღვრო სისტემის გამო დატბორილია გზები, რაც ართულებს როგორც ქვეითების, ისე ავტომანქანების გადაადგილებას. 

 ქალაქის გარეუბნებში შექმნილია საცობები.  ტრანსპორტის დაგვიანების გამო მოსახლეობის გადაადგილება შეფერხებულია.

კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ოღასყურა და დატბორილია ბუხაიძის ქუჩა, ასევე ავტოქარხნის ხიდის მიმდებარე ტერიტორია. 

როგორც ცნობილი გახდა, დაიტბორა იუსტიციის სახლი, სადაც ამ დროისათვის მუშაობა შეფერხებულია. ასევე წყალი შევიდა სხვადასხვა დაწესებულებებში.

წვიმის შედეგად დატბორილია მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.  

სწავლის პროცესი შეფერხდა ქალაქის რამდენიმე  საჯარო სკოლაში. 

როგორც ქუთაისის მერიის ააიპი "სპეციალურ სერვისებში" აცხადებენ, განსაკუთრებით  მძიმე მდგომარეობაა ბუხაიძის ქუჩასა და ავტოქარხნის ხიდთან, სადაც  სამაშველო სამსახურთან ერთად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა