|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო

 ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე რეაბილიტაციის პროცესი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან და საკრებულოს დეპუტატ მამუკა რიჟამაძესთან ერთად დაათვალიერა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და რამდენიმე დღეში ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება დასრულდება.

ტაბიძის ქუჩაზე უკვე მოეწყო და მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკები, სრულად გამოიცვალა სანიაღვრე არხი.

სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 მლნ ლარზე მეტითაა დაფინანსებული.

რეაბილიტაციას კომპანია ,,პალადა" ახორციელებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა