|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გამოკითხულთა 24 % თვლის, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა

NDI-ის მორიგი კვლევა, რომელიც ასახავს საზოგადოების განწყობას საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პერიოდში, წინა კვლევების მსგავსად, აჩვენებს რომ  მოსახლეობის უმრავლესობა (66 პროცენტი) თავს კვლავ უმუშევრად მიიჩნევს, ხოლო  მესამედი ფიქრობს, რომ უახლოეს 12 თვეში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

კითხვაზე- შეიცვალა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა მომდევნო 12 თვის განმავლობაში?- საქართველოს ქალაქების მიხედვით პასუხები ამგვარად გადანაწილდა:

გამოკითხული ხუთი ქალაქის წარმომადგენელთა შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - ქუთაისში 24 პროცენტი  თვლის, რომ მათი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა. თბილისისათვის ეს მაჩვენებელი 30%-ია, ბათუმისათვის 26%, ზუგდიდისათვის 33%, ახალციხისათვის -32%.

თბილისში გამოკითხულთა 43% თვლის, რომ მათი ოჯახის მდგომარეობა იგივე დარჩა, ქუთაისში - 41 %,ბათუმში - 36, ზუგდიდში - 23, ახალციხეში -46 %.

 ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდა, ასე თვლის თბილისსა და ქუთაისში გამოკითხულთა 14 %, ბათუმსა და ზუგდიდში - 8 %, ხოლო ახალციხეში - 12 %.

კითხვაზე პასუხი არ აქვს - თბილისში გამოკითხულთა 13%-ს, ქუთაისში 21%, ბათუმში -31%-ს, ზუგდიდში 36%, ახალციხეში 10%.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა