ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე, სინაგოგასთან მემორიალური დაფა გაიხსნა
ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე, სინაგოგის მიმდებარედ, გაიხსნა მემორიალური დაფა, რომელიც 1969 წელს გაეროს ადამიანთა უფლებების კომიტეტში საქართველოდან გაგზავნილ წერილს ეძღვნება. წერილის ავტორები ქართველი ებრაელები იყვნენ და გაეროს სთხოვდნენ, საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ებრაელებს რეპატრიაციის უფლების მოპოვებაში დახმარებოდნენ.
ისტორიული წერილის მთავარი ორგანიზატორი ქუთაისში მცხოვრები შაბთაი ელაშვილი იყო. სწორედ ეს წერილი დაედო საფუძლად ქართველ ებრაელთა დაბრუნებას ისრაელში.
მემორიალური დაფის გახსნას ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია, საზოგადოების წარმომადგენლები.
საინფორმაციო დაფა ისრაელის საქველმოქმედო ორგანიზაცია „გულთა კავშირის“ ქუთაისის ორგანიზაციისა და შპს “ქუთაისის დ.ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის მერაბ კვიცარაძის ინიციატივით დაიდგა.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა