|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გარკვეულ კატეგორიებზე სამშენებლო ნებართვა უფასოდ გაიცემა

ქუთაისის განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში მერიის არქიტექტურის სააგენტომ ოთხი დოკუმენტი შეიმუშავა. დოკუმენტები განსახილველად საკრებულოს გადაეგზავნება. როგორც ქუთაისის ააიპ "არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს" ხელმძღვანელი რუსუდან ჩინჩალაძე განმარტავს, ცვლილებები მორგებულია მოსახლეობის მოთხოვნებსა და ქალაქის გარეუბნების განვითარებაზე. 

"საკრებულოში  ოთხი საკითხის ინიცირეებაა დაგეგმილი  და მათი განხილვა უახლოეს მომავალში მოხდება. ეს ეხება განაშენიანების ახალ ზონირებას. ძალა დაკარგა 70-ე დადგენილებამ, რაზეც დამყარებული იყო არქიტექტურა.  ძალაში შედის ახალი რეგულაციები. მოსაკრებელი შეიცვალა,  კა-1  თუ იყო,  კა- 2-ით მოხდება,  ასევე არის საბჭო, რომელიც იქნება მერის სათათბირო ორგანო. მასში  თვითმმართველობის წარმომადგენლები, არქიტექტორები და სპეციალისტები იქნებიან. ჩვენი მიზანია, ვაშენოთ, მაგრამ ვაშენოთ ლამაზად და სწორად, რომ იყოს სხვაგვარი ტიპის არქიტექტურა.  ასევე შეიცვალა ზონირების  უბნები, არის: საცხოვრებელი, სამშენებლო და სამრეწველო, რომლებიც თავის თავში ქვეზონებს მოიცავს.  სადაც იყო დაბალი ინტენსივობა, ვთავაზობთ,  იყოს საშუალო და მაღალი ინტენსივობა. გარეუბნების ცნება იცვლება და ქუჩისპირა განაშენიანება განისაზღვრება ცენტრის სტატუსით. თუ ვინმეს უნდა პროექტის წამოწყება,  კარგი იდეაა გარეუბნების განვითარებითვის", - განაცხადა რუსუდან ჩინჩალაძემ. 

მისი თქმით, ასევე ცვლილება შეეხო ნებართვების გაცემას კერძო მცხოვრებლებისთვის. 

"კერძო მოსახლეობა, ვინც გადაწყვეტს რეაბილიტაციას ან მშენებლობას, მოსაკრებლის გადასახადისგან გავათავისუფლეთ და ყველა სახის ნებართვას მალე და უსასყიდლოდ გავცემთ. გვყავს კვალიფიციური კადრები, სერვისები მზადაა და დამტკიცებისთანავე დაიწყება ამოქმედება", -განაცხადა რუსუდან ჩინჩალაძემ. 

როგორც რუსუდან ჩინჩლაძემ განმარტა, აღნიშნული ცვლილებები დაფუძნებულია 2019 წლის 3 ივნისს ამოქმედებულ ახალ კანონმდებლობაზე, რომელიც ძალაში შევიდა იმ ქალაქებისათვის, რომელთაც არ აქვთ გენერალური გეგმა, მათ შორისაა ქუთაისი.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა