ქუთაისში გათავისუფლებული გამგის მუცლადმყოფი ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა
ქუთაისის ნომერ 15 ბაგა-ბაღის გათავისუფლებული გამგის მუცლადმყოფი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. როგორც ნანა კაკურიას ახლობლები "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებენ, კაკურიას ჯანმრთელობის მდგომარების გაუარესების შემდეგ, მისი შვილი ორკვირიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. ექიმები იმედოვნებდნენ, რომ თავის ტვინში გაჟონვა შემცირებდებოდა, თუმცა ამის ნაცვლად, კერა 10 სანტიმეტრით გაიზარდა.
"დღეს იმყოფებოდა კონსულტაციაზე და მიიღო საბოლოო პასუხი, რომ ბავშვმა ტრამვა მუცლადყოფნის დროს ვერ გადაიტანა და მდგომარეობა დამძიმდა. ბავშვი სასწრადოდ უნდა ამოიყვანონ მუცლიდან და შულტირება გაუკეთდეს. ექიმებმა გააფრთხილეს ოჯახი, რომ ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და რომ უნდა შეეგუონ. ეს ყველაფერი კი ცხრა თვის ფეხმძიმე ქალის სამსახურიდან გათავისუფლების გამო ნერვიულობამ გამოიწვია",–აცხადებენ კაკურიას ახლობლები.
შეგახსენებთ, რომ ნანა კაკურია 12 იანვარს გაათავისუფლეს. ის საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლას სასამართლოს მეშვეობით აგრძელებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















