|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გაუჩინარებული ქალი გამოჩნდა

ახალგაზრდა ქალის ადგილსამყოფელი დადგენილი არაა, თუმცა გოგონა ცოცხალია და უვნებელი - განაცხადეს შსს-ში.

 მათივე ინფორმაციით, გოგონა კონტაქტზე გამოვიდა, სავარაუდოდ, ის მეგობართან იმყოფება.

შეგახსენებთ, დახმარების თხოვნით ეთო ონიანის ახლობლებმა საზოგადოებას თავად მიმართეს. ამის შესახებ  მათ სოციალულ ქსელში არაერთი პოსტი გაავრცელეს.  როგორც ისინი აცხადებდნენ,  ახალგაზრდა ქალმა  პირად პრობლემებზე ვრცელი პოსტი დაწერა და გაუჩინარდა.

ავტორი: ნიუპრესი