ქუთაისში გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნება
დღეს ქუთაისში ცნობილი ქართველი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნება. ღონისძიებას ორგანიზებას რეზო ჩხეიძის შემოქმედებით სახლი „ ჯარისკაცის მამა“ უწევს.
მემორიალური დაფა ქუთაისში სარაჯიშვილის №54-ში განთავსდება, სადაც ცნობილ ხელოვანს ბავშვობის წლები აქვს გატარებული.
დაფის გახსნამდე 14:00 სთ-ზე ბაგრატის ტაძარში გიგა ლორქიფანიძის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება.
გიგა ლორთქიფანიძე 2013 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
რეჟისორის მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიება ქუთაისში გიგა ლორთქიფანიძის ოჯახის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















