|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დაუსიგნალე გახარიას"- ქუთაისში მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მსვლელობა მოეწყო

"დაუსიგნალე გახარიას"- გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში მსვლელობა მოეწყო.

აქტივისტებმა ავტომანქანებით მსვლელობა აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს და სხვადასხვა ქუჩაზე გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით სიგნალებით იმერეთის სამხარეო პოლიციასა და ქალაქის სამმართველოს შენობებთან მივიდნენ.

მათი თქმით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება და შინაგან საქმეთა მინისტრი არ გადადგება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა