|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყველაზე დიდი გორელიეფის წინ კვების ობიექტი აღარ აშენდება

ქუთაისში ყველაზე დიდი გორელიეფის წინ კვების ობიექტი აღარ განთავსდება. პროექტი, რომელზეც ბაზრის ადმინისტრაცია მუშაობდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ არ მოიწონა.

როგორც შპს "ფარის" დირექტორი ოლეგ არღვლიანი "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, სააგენტომ პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გასცა და მათი გათვალისწინება მოხდა.

"გავაკეთეთ პროექტი, გვინდოდა კვების ობიექტი.  გადაიგზავნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, მათგან  მივიღეთ რეკომენდაცია,  რომლის მიხედვით პროექტიდან ამოვიღეთ რაღაცეები და დარჩა ის, რაცაა.  მე მიმაჩნია, რომ კარგი პროექტი იყო,  მაგრამ გავითვალისწინეთ რეკომენდაცია, რომლის მიხედვით, გორელიეფის მხარეს არაფერი განთავსებულიყო", -განაცხადა ოლეგ არღვლიანმა.

შპს "ფარს" გორელიეფის წინ არსებული ტერიტორია 2017 წელს 15 წლით გადაეცა. ადგილზე მფლობელს მსუბუქი პავილიონის მოწყობა შეეძლო, რითაც ერთის მხრივ, ახალი ობიექტი გაჩნდენოდა, მეორეს მხრივ, გარევაჭრობის პრობლემას მოაგვარებდა. 

პროექტს მოწინააღმდეგეები გამოუჩდნენ.  მათი თქმით, გორელიეფის წინ მშენებლობა დაუშვებელი იყო. 

ამ დროსთვის ადგილზე მსუბუქი კონსტრუქციაა განთავსებული, რომელიც საახალწლო ბაზრობისთვის მოეწყო. 

გორელიეფი პანო ბერნარდ ნებიერიძეს (ფრანცია)  ეკუთვნის, თუმცა მან ბოლომდე ვერ მოასწრო მისი დასრულება.  1987 წელს ავტორის გარდაცვალების გამო სამუშაო კოლეგებმა დაასრულეს. 

ბარელიეფი უნიკალურია და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქუთაისისათვის.  პანოს 2 წლის წინ რესტავრაცია ჩაუტარდა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა