ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება
ქუთაისში, 6 აგვისტოს დილის 8 სთ-დან, 7 აგვისტოს დილის 8 სთ-მდე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკიდან, სულხან-საბას ქუჩის კვეთამდე ავტომობილების გადაადგილება შეწყდება.
მერიის ინფორმაციით, სულხან-საბას ქუჩის მიმართულებით ავტომობილები მოძრაობას, ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან, გუგუნავას ქუჩის გავლით შეძლებენ.
მოძრაობა 24 სთ-ში, გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ აღდგება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


17:22
16:31
14:20
















