ქუთაისში გვირილობა 2025 აღინიშნება
"ქუთაისქალაქობის" მთავარი ღონისძიებების აღნიშვნა თეთრი ხიდის მიმდებარედ, მეფეთუბანში დილიდან დაიწყო.
ქალაქის ღონისძიება ბაგრატის ტაძარში ტრადიცულად ქალაქის დალოცვით და ჩოხოსნების კურთხევით დაიწყო. ლიტურგიას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
"ორმაისობის" ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში არაერთი კულტურული, სპორტული, საბავშვო შემეცნებითი და გასართობი აქტივობა გაიმართება. მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
დღესვე დაჯილდოვდებიან ქუთაისის საპატიო მოქალაქეები, ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართება. დღის ბოლოს თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია გალა-კონცერტი თბილისის ბიგ-ბენდის მონაწილეობით.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 20 ხმა