ქუთაისში "ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" გაიხსნა
ქუთაისში "ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის" გახსნის ცერემონიას ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლები, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე დაესწრნენ.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას თიზ-ის სტატუსი განესაზღვრა 30 წლით, 2045 წლამდე. აღნიშნული საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის დადგენილებითაა განსაზღვრული.
თიზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან მთელი პერიოდის განმავლობაში, მასში დასაქმებულთა, მათ შორის მუდმივად დასაქმებულთა, არანაკლებ 75% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.
თიზი 36 ჰექტარზეა განთავსებული. ამჟამად მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ხე-ტყის გადამამუშავებელი, ავეჯის დამამზადებელი და ქვის საწარმოები.
სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, „ჰუალინგ ჯგუფმა“ თიზ-ში 40 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ავტორი: ნიუპრესი





16:29
18:25
15:07
12:11
















