|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ერთად დგომით გადავჭრით გენდერული თანასწორობის პრობლემებს"

ქუთაისში, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში  იმერეთის რეგიონის  გენდერული ქსელის  წარმომადგენლების შეხვედრა   გაიმართა.  შეხვედრა წუთიერი დუმილით გაიხსნა, პატივი გენდერული თანასწოობის ქსელის  დამაარსებელს მანანა მებუკეს ხსოვნას მიაგეს.

შეხვედრას  ქუთაისის საკრებულოს წევრები ნატო ქათამაძე და ირმა პეტრიაშვილი დაესწრნენ, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  და  მოწვეული  სტუმრები სხვადასხვა რეგიონებიდან.   გენდერული  თანასწორობა  პოლიტიკურ პროცესებში  და  ქალთა პოლიტიკურად გაძლიერების მექანიზმების განმტკიცება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის, ეს ის მთავარი საკითხებია,  რომელზეც   გენდერული ქსელის შეხვედრაზე შეკრებილმა საზოგადოებამ ისაუბრა.

„გენდერული თანასწორობის პრობლები ძალიან აქტუალურია საქართველოში. ჩვენი შეკრების მიზანია  ლიდერ ქალებთან ერთად საუბარი იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს დღეს საქართველოში“, - აღნიშნა  „მეწარმე ქალთა ფონდის“ თავმჯდომარემმერი გელაშვილმა.

 „მოვუწოდებთ ყველა ქალს, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს პოლიტიკურ საქმიანობაში, ჩვენ მათ ყველანაირად დავუდგებით  გვერდით და დავეხმარებით. მე მაქვს იმედი, რომ ერთად დგომით გადავჭრით გენდერული თანასწორობის პრობლემებს“,- აღნიშნა ირმა პეტრიაშვილმა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა