|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობს

ქუთაისის მერიის ცნობით, ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია, საკრებულოს წევრი ამირან კოპალეიშვილი ასლანიკაშვილის ქუჩის #19 და #59-ის მიმდებარედ საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.

ქუჩის ამ მონაკვეთზე ეწყობა მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები, სადრენაჟო და სანიაღვრე სისტემებით. პროექტის ღირებულებაა 168 000 ლარი.

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს სულხან-საბას გამზირის ბოლო მონაკვეთზე. გზაზე განახლდება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე, გაკეთდება ტროტუარი და განათება. ჯამში, სულხან-საბას გამზირის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 1 123 000-მდე ლარი დაიხარჯება.

პროექტი რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის მიერ არის დაფინანსებული. დაწყებულია ახალი სკვერის მოწყობა ერისთავის ქუჩაზე. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქის თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერისთავის ქუჩის#15-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული სივრცე შეექმნა.

სკვერში გაკეთდება გაზონები, დაიგება ქვაფენილი, მოეწყობა საბავშვო მოედანი, განათება, გამწვანება, ფანჩატური. სკვერის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 49 998 ლარია განსაზღვრული.

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა