|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში იპოთეკით დაზარალებულებმა აქცია გამართეს

 ქუთაისში იპოთეკით დაზარალებულებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები თამარ მეფის ქუჩაზე ერთ-ერთი დაზარალებულის სახლთან შეიკრიბნენ, რომელიც უკვე ჩამოართვეს. დაზარალებულები გამოსახლების პროცესის შეჩერებას და გრძელვადიანი სესხების გაცემას ითხოვენ. „ყველა იმ იპოთეკარის ოჯახთან გავაკეთებთ ისეთივე წარწერას,  როგორიც აქ არის, რომ ყველამ უნდა დააბრუნოს წართმეული ქონება. მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება  კანონის სახით, რათა აღსდგეს სამართლიანობა, როგორც იპოთეკარსა და მსესხებელს შორის“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „დაზარალებულთა ცენტრის“ დირექტორმა დარეჯან სულაქველიძემ.  აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი აქციებს კვლავ გამართავენ.

 

 

 

წყარო: "რუსთავი2"

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა