|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯანსუღ კახიძის იუბილე ქუთაისში (ვიდეო)

ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში ჯანსუღ კახიძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდა თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით. მუსიკალურ ნომრებს ასრულებდნენ ნატო კახიძე, მაკა ზამბახიძე, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი, გოგა მესხი.

ქუთაისელ მსმენელს შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების  მიერ კინოსა და თეატრისათვის შექმნილი მუსიკა, სიმღერები და ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები.

 ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერი ქუთაისის მერიაა, საღამოს  ქუთაისის მერი და იმერეთის გუბერნატორის მოადგილეები ესწრებოდნენ.  კონცერტმა მაყურებლის მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი