ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი იხსნება
ჯორჯ ბალანჩინის მესამე საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ქუთაისში პირველ ნოემბერს იხსნება.
ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, გახსნის პროგრამაში 7 ქვეყნის საბალეტო სკოლა მონაწილეობს.
"ჯორჯ ბალანჩინის მესამე საერთასორისო ფესტვალი უკვე ტრადიციად იქცა ამ ქალაქისთვის, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ყოველ წელს სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მოცეკვავეები სტუმრობენ ჩვენს ქალაქს. ქუთაისში თანდათან იქმნება პროფესიული საბალეტო გარემო და ეს ჩემთვის, როგორც ბალეტის სკოლის ხელმძღვანელისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია",-განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა ნატალი პატარიძემ.
ფესტივალის სახეა მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი ირმა ნიორაძე. კონკურსანტების გამოსვლას შეაფასებს პროფესიული ჟიური: ჟან ივ ესკერი- ამსტერდამში ევროპული საბალეტო აკადემიის რექტორი, მაკა მახარაძე საქართველოს დამსახურებული არტისტი, ვლადიმერ ჯულუხაძე- ვაშინგტონის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, იანსონ ვერსტურსი- ესტონეთის საბალეტო სკოლის ქორეოგრაფი.
ფესტივალი ოპერის თეატრში 17 საათზე გაიხსნება. მსურველებისათვის დასწრება თავისუფალია.
ფესტივალი სამი დღე გაგრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















