|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ევროპა ჩვენი სახლია" კაფე-ბარ "არგოდან" მდინარე რიონის დაბინძურების ფაქტს აპროტესტებს

არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი მდინარე რიონის დაბინძურების ფაქტს აპროტესტებს. ის სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ ჩაედინება კაფე-ბარ "არგოდან" მდინარეში მუქი შეფერილობის მასა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც რიონის სანაპიროზე კაფეს აშენებას აპროტესტებდა, პასუხისმგებლობას ქუთაისის მერიას აკისრებს. მისი თქმით, კაფეს საკანალიზაციო სისტემა სანიაღვრე ქსელის შემკრებ სელექტორზეა დაერთებული.

"ეს ქუთაისის ისტორიული უბანია -"ქალაქმუზეუმი". ჩემს მეგობრებს "არგო" უნდა გახსოვდეთ -კაფე-ბარ-ბოსელი, ბევრი ვიჩხუბეთ, მაგრამ მაინც ააშენეს, ჩინოვნიკების ინტერესი უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

ვინც ჩვენთან ერთად აპროტესტებდა, მათ ნაწილს ხშირად ნახავთ აქ მოკალათებულს (მონოლითური ღირებულებების და მდგრადი პრინციპების გავლენით) ხოლო სხვა ნაწილი მერიის მრჩეველთა საბჭოდან შეუტევს, ალბათ, თავგასულ ჩინოვნიკებს (ტაქტიკის და სტრატეგიის ამბავია  ).

ბევრი სხვა მიზეზის გარდა, რომლის გამოც ამ "მსუბუქი კონსტრუქციის" აქ ჩადგმა არ შეიძლებოდა, ერთი მიზეზი სელექტორია, რომელიც ქალაქის ცენტრში არსებულ სანიაღვრე სისტემას კრავს და წყალს რიონში უშვებს..

არც ერთი თავმოყვარე არქიტექტორი სელექტორზე მშენებლობის უფლებას არ გასცემდა, მარა რის თავმოყვარეობა და კანონი?

მერიის არქიტექტორის სამსახურის უფროსს რადიო "ძველი ქალაქის" ეთერში საკითხზე გამართულ დებატებში ვკითხე,  სად წავიდოდა ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის დონესთან აცდენილი არგოს ფეკალური მასები და იყო თუ არა საფრთხე, რომ საკანალიზაციო სისტემას სანიაღვრე სელექტორს შეუერთებდნენ. არავითარ შემთხვევაშიო, ტუმბოს დავაყენებინებთ და სისტემას ისე მიუერთდება, რიონის დაბინძურების ნებას არ მივცემთო. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია - სადაა ტუმბო?!"-წერს თორნიკე ბარათაშვილი. 

 საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია აცხადებს, რომ ფაქტით დაინტერესდებიან. 

"ჩვენთვის აღნიშნული ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც  საჯაროდ დაიწერა. აუცილებლად გადავამოწმებთ აღნიშნულ ფაქტს და შედეგებს ვაცნობებთ საზოგადოებას"-განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

 შეგახსენებთ, რიონის სანაპიროზე არგოს მშენებლობა მრავალი საპროტესტო აქციის მიზეზი გახდა, თუმცა ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლემამ პოზიცია არ შეცვალა დქა ადგილზე კაფეს მშენებლობის ნებართვა გასცა.  კაფე ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების მფლობელობაშია.  მერიამ უკვე მოასწრო და "არგოს" მფლობელ კომპანიასთან, შპს "ანასტასიასთან" უკვე გააფორმა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით მომსახურეობაზე  ჯამში, 1900 ლარის ღირებულების ხელშეკრულება. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა