ქუთაისში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდება
კალიგრაფიის კონკურსი ქუთაისში 8 აპრილს, 15 საათზე, ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის შენობაში ჩატარდება.
მასში მონაწილეობას ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მე-9 - მე-12 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები მიიღებენ.
საკონკურსო დავალება მოიცავს: ა. ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერა თავიანთი შემოქმედებითი გემოვნების მიხედვით; ბ. მოცემული ხელნაწერი ტექსტის ასლის გაკეთება;
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 14 აპრილს, ქართული ენის დღეს, მერიის თეთრ დარბაზში.
კონკურსის ორგანიზატორია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება.
ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















