|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კალიგრაფიის კონკურსი მოეწყობა

 ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ორგანიზებით“, აკაკი წერეთლის სახელობის  ქუთაისის  პირველ  საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდება, რომელიც ქართული ენის დღეს მიეძღვნება.

კონკურსი 11 აპრილს, 16:00 სთ -ზე  მოეწყობა. საქალაქო კონკურსში მონაწილეობას  ქუთაისის  IX-XII კლასის მოსწავლეები მიიღებენ. მონაწილეები ადგილზე გაეცნობიან საკონკურსო დავალებებს, რაც ნაბეჭდი  ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერას (პროზა - 2 აბზაცი) და მოცემული ტექსტის ასლის გაკეთებას გულისხმობს (პოეზია -  1-2 სტროფი).  

კონკურსის შედეგად  I, II და III ადგილზე გასული კონკურსანტები გამოვლინდებიან ( მასწავლებლები და მოსწავლეები ცალ-ცალკე), რომელთაც  სერთიფიკატები და ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

გამარჯვებულთა დაჯილდოება 14 აპრილს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მოხდება, რომელიც  ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების “  ორგანიზებით ჩატარდება. 

ამავე ღონისძიებაზე, კონკურსში მონაწილეთა მიერ შექმნილი საუკეთესო კალიგრაფიული ნაშრომები გამოიფინება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა