|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "კეჩის ბაზრობაზე" მინის ჩამოვარდნის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ

ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ე.წ. კეჩის ბაზრობაზე მინა ჩამოვარდა, რის შედეგადაც მოქალაქეები დაშავდნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბაზრობაზე მყოფი მოქალაქეები ნამსხვრევებით დაზიანდნენ. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი. მათ დახმარება ადგილზე ჩაუტარდათ და საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. შსს-ს ინფორმაციით,  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბაზრობას რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა