|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, კლინიკა "უნიქალ მედიში“ 18 წლის გოგონა გარდაიცვალა

ქუთაისში, კლინიკა "უნიქალ მედიში“ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

18 წლის ახალგაზრდა კლინიკაში სამი დღის წინ ჭიათურიდან, კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს.  მკურნალობის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ დამძიმდა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.
ახლობლები ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებენ და საქმის გამოძიებას ითხოვენ.


კლინიკის მთავარი ექიმი შოთა მარუაშვილი კი აცხადებს, რომ "უნიქალ მედიში“ პაციენტის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდა.
,,ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მის გადასარჩენად. მეტს ვერაფერს გეტყვით. დანარჩენს ექსპერტიზა დაადგენს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შოთა მარუაშვილმა.

საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა