|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ფასადების რეაბილიტაციითვის 9 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ქუთაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება. ქალაქის სხვადასხვა უბანში უკვე განახლდა ათეულობით კორპუსის ფასადი.
 
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ავალიანის, კრილოვისა და ონის ქუჩებზე 9 კორპუსის ფასადი განახლდება. შეიცვლება სახლების აივნების ხისა და თაბაშირის მოაჯირები, დამონტაჟდება ახალი, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, ფასადის კედლები დამუშავდება დეკორატიული მასალით.
 
მიმდინარე სამუშაოებს ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
 
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების მოსაწესრიგებლად ამ ეტაპზე 9 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

ავტორი: