ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე, მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს
ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე, მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და საავტომობილი გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, დუბაიში დასაქმების მიზნით დიანა სოფრომაძეს 1 500 დოლარი გადაუხადეს. სოფრომაძეს ისინი უნდა დაესაქმებინა, თუმცა, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოდან სამუშაოდ წასული 35 მოქალაქე იძულებული გახდა, 40-დღიანი ლოდინის შემდეგ, ისევ სამშობლოში დაბრუნებულიყო.
"დარწმუნებული ვარ სოფრომაძე საზღვრის დატოვებას ცდილობს, პროკურატურიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა. თურქეთში ჩასულებმა 40 დღე ვიცადეთ, გაგვივიდა ვიზების ვადა და იძულებულები გავხდით სამშობლოში დავბრუნებულიყავით",–აღნიშნა აქციის მონაწილე შოთა გოდუაძემ.
აქციის მონაწილეები თანხის დაბრუნებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















