ქუთაისში კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე სახლი ჩამოინგრა
ქუთაისში კულტურულ ნუსხაში შეტანილი სახლი ჩამოინგრა. შემთვევა კოსტავას #2-ში, გუშინ გვიან ღამით მოხდა. სახლის ბინადრების განცხადებით, საღამოს დერეფანში ჭერიდან ბეტონის ნაწილი ჩამოშალა. შემთვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საფრთხე ყოველდღიურად იმატებს.
"საღამოს ხმაურმა გამომაღვიძა. დერეფანში რომ გამოვედი, ბუღი იდგა. აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია, ყოველდღიურად იზრდება რისკი. შენობის გამაგრების საშუალება არ გვაქვს, ამასთან კანონით შეზღუდულები ვართ, რადგან შენობა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. წინა ხელისუფლებას მივმართეთ განცხადებით, თუმცა რეაგირება არ მომხდარა. დღეს კვლავ ვაპირებთ განცხადების შეტანას. იმედი მაქვს, გამოიჩენენ კეთილ ნებას და მანამ მოგვიგვარებენ აღნიშნულ პრობლემას, ვიდრე ვინმე დაშავდება",- აღნიშნა ეთერ სუსარეიშვილმა.
კერძო სახლში 3 ოჯახი ცხოვრობს. ისინი დახმარების თხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობას დღეს მიმართავენ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















