ქუთაისში ლარის 20 წლის იუბილე აღნიშნეს
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართული ეროვნული ვალუტის 20 წლის იუბილე აღნიშნეს. ოპერის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა ნუმიზმატების კოლექციების გამოფენა დაეთვალიერებინათ, აქვე გაცნობოდნენ ეროვნული ვალუტის შესახებ გამოქვეყნებულ საგაზეთო მასალებს.
ღონისძიება ქუთათელ–გაენათელმა მეუფე კალისტრატემ აკურთხა. ოპერის თეატრში იმყოფებოდნენ იმერეთის ვიცე–გუბერნატორი პაატა ნადირაძე და ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლები.
საბანკო საქმის სპეციალისტის, ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის რევაზ რობაქიძის განცხადებით, 1995 წელს საფრანგეთში დაბეჭდილი 75 ტონა ლარი თბილისის ნაცვლად ქუთაისში შემოვიდა, რის შესახებაც მეუფე კალისტრატესთან ერთად მხოლოდ რამდენიმე მოქალაქემ, მათ შორის მან იცოდა.
ეროვნულმა ვალუტამ 20 წლის განმავლობაში არაერთი ცვლილება განიცადა. დღეს კი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში საგრძნობლად გაუფასურდა.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















