|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში „მაკდონალდსი“ რამდენიმე დღეში გაიხსნება

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე „მაკდონალდსი“ , სავარაუდოდ, 15 ივლისს გაიხსნება.

„ნიუპრესის“ ინფორმაციით, გახსნასთან დაკავშირებით გალა-კონცერტი  ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. "ნიუპრესის" ინფორმაციით კონცერტს ნიაზ დიასამიძე გამართავს. როგორც  „მაკდონალდსის“ მთავარმა ინჟინერმა ლევან არობენიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ღინისძიების დეტალები 2-3 დღეში გახდება ცნობილი.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, 2-3 დღეში ყველა დეტალი ცნობილი გახდება. 15 ივლისამდე, სავარაუდოდ, გავხსნით ობიექტს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინვენტარიზაცია, ასევე იხატება მაკ დრაივის კედლები“,-განაცხადა არობენიძემ.

სამუშაოებს კომპანია "ალპი გრუპი" ასრულებს. "მაკდონალდსის" მშენებლობა "თ და კ რესტორნების" მიერ იანვარში დაიწყო. ადგილი ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა, რასაც ქალაქში არაერთი აქცია მოყვა.  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა