|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში „მაკდონალდსი“ საზეიმოდ 14 ივლისს გაიხსნება

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე „მაკდონალდსი“, 14 ივლისს გაიხსნება. გახსნასთან დაკავშირებით გალა-კონცერტი ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.

"ნიუპრესის" ინფორმაციით,  კონცერტს ნიაზ დიასამიძე 18:00 საათიდან გამართავს. "მაკდონალდსის" რესტორანში სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. რესტორნის გახსნა საღამოს ფოიევერკით დასრულდება.

შეგახსენებთ, სამუშაოებს კომპანია "ალპი გრუპი" ასრულებს. "მაკდონალდსის" მშენებლობა "თ და კ რესტორნების" მიერ იანვარში დაიწყო. ადგილი ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა, რასაც ქალაქში არაერთი აქცია მოყვა.  

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა