ქუთაისში მამაკაცი გულის შეტევით ქუჩაში გარდაიცვალა
ქუთაისში 60 წლის მამაკაცი გულის შეტებით გარდაიცვალა. შემთხვევა, ასათიანის ქუჩაზე, სასტუმრო "თბილისთან" მოხდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი შეუძლოდ გახდა, გამოიძახეს სასწრაფოს დახმარება, თუმცა მამაკაცი ეკიპაჟი მოსვლამდე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, სასწრაფო დახმარება ადგილზე გამოძახებიდან 15 წუთში მივიდა.
დაგვიანების ფაქტს არ ადასტურებენ სასწრაფო დახმარებაში. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის რეგიონალური განყოფილების უფროსმა სოფო ჭუმბურიძემ "ნიუპრესთან" საუბარში განმარტა, გამოძახება 13:11 საათზე დაფიქსირდა, ეკიპაჟი ადგილზე 13:24 საათზე, ზუსტად 13 წუთში მივიდა. ინფორმაცია, თითქოს მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფის დაგვიანების გამო გარდაიცვალა, არ დასტურდება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















