|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მარიხუანას დეკრიმინალიზაცია- კულტივაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ქუთაისში, პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. მოქალაქეები მარიხუანას დეკრიმინალიზაცია - კულტივაციას აპროტესტებენ.  მათი თქმით, მხარს უჭერენ საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ამ თემაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ.

"შევიკრიბეთ, რათა მთავრობას მოვუწოდოთ, გააუქმონ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ მიღებული კანონპროექტი. ეს არის ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ამასთან, ვუერთდებით საპატრიარქოს მოსაზრებას და ვეწინააღმდეგებით კულტივაცია-რეალიზაციას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დააკანონონ ეს გადაწყვეტილება. ამით საფრთხე ექმნებათ ახალგაზრდებს და არა მარტო მათ", - განაცხადა აქციის მონაწილემ ოთარ ხმელიძემ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დაელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც, შესაძლოა, გამაფრთხილებელი აქცია პერმანენტულ აქციებშიც გადაიზარდოს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა