|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა აქცია გამართეს

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მძღოლები ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდასა და საწვავის ფასების მატებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, საწვავზე ფასების მატება ქვეყანაში გადაადგილებას შეუძლებელს გახდის. იმ შემთხვევაში კი თუ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მძღოლები მასობრივი და მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. მათი თქმით, საწვავზე ფასების მატებით ქვეყანაში ყველა პროდუქტის ფასების გაზრდა მოხდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა