|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მართლმადიდებლური სკოლის გახსნა იგეგმება

საკრებულოს  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის  ირმა პეტრიაშვილის განცხადებით, ქუთაისში მართმადიდებლური სკოლის გახსნა  იგეგმება. მართმადიდებლური სკოლის  მოწყობა   ყოფილ #27 საჯარო სკოლის შენობაში გადაწყდა.  პეტრიაშვილის განმარტებით,  აღნიშნული მოთხოვნით მოსახლეობამ მიმართა, რის შემდეგაც შეგროვდა ხელმოწერები.

"მოსახლეობის მოთხოვნა იყო #27 სკოლის შენობაში, რომელიც არ ფუნქციონირებს, მოწყობილიყო მართლმადიდებლური  სკოლა.  მოთხოვნის შემდეგ შევაგროვეთ ხელმოწერები, რის საფძველზეც შენობა საპატრიარქოს  გადაეცა და იდეა  სულ მალე   განხორციელება", - აღნიშნა ირმა პეტრიაშვილმა. 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი