|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ადამიანი მშიერი რომ მოკვდეს, არის თუ არა სახელმწიფოს სირცხვილი და დანაშაული?"

ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე  მცხოვრებს ვახტანგ კირთაძეს დახმარება მოუხსნეს. 62 წლის მამაკაცი ერთ ოთახიან ბინაში გაუსაძლისს პირობებში ცხოვრობს. მისი ერთადერთი საარსებო 60 ლარიანი სოციალური დახმარება იყო, თუმცა გასულ თვეში შეუჩერეს.

გადაუხდელობის გამო ჩაჭრილი აქვს დენი და გაზი.

 „ამ ერთ პატარა ოთახში ვცხოვრობ. რა პირობებიცაა აქ კარგად ხედავთ. არანაირი შემოსავალი არ მაქვს,  გაჭირვებული ვარ. წყლის 273 ლარი მაქვს გადასახდელი, რა ვქნა? გადაუხდელობის გამო დენიც გამითიშეს, იმის 6 ლარიც ვერ გადავიხადე. არც გაზი მაქვს.  საჭმელს მეგობრები და მეზობლები მაჭმევენ. ვნატრობ, პენსია მაინც მქონდეს, მაგრამ ჯერ 62-ს ვხდები და პენსიამდე დიდი დროა, მანამდე რა ვქნა? სოციალური დახმარება მქონდა 60 ლარი და ისიც მომიხსნეს. მივედი ასაღებად და მითხრეს, ქულები მოვიდა ზედმეტი და მოგეხსნათ დახმარებაო“,- აცხადებს ვახტანგ კირთაძე

ადგილზე იმყოფებოდა პარტია  „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია. მისი თქმით, ხელისუფლება დახმარების ნაცვლად ადამიანებს ცხოვრებას ურთულებს. 

 „ტრაგედიაა, რაც ხდება. კაცს პენსია ჯერ არ აქვს. მეზობლები რამდენს დახმარებიან, ყველას უჭირს. თუ არც მათ მიაწოდეს საჭმელი, დაწვება მშიერი. ხელისუფლება ამ დროს აცხადებს, გადამოწმებას ვაკეთებთო. სად უნდა უცადოს,  როდის გამოიღვიძებენ და გადაამოწმებენ. ჯერ ერთი, თუ გადამოწმების საჭიროებაა და თვლიან, რომ ბევრი შეცდომითაა გაცემული, პირველ რიგში, პასუხი თავის თანამშრომლებს მოკითხონ. ხელისუფლებამ გასცა ეს, მე კი არ გამიცია და დახმარება ამ კაცს თავად კი არ დაუნიშნავს. კეთილი ინებეთ და სასწრაფოდ აღუდგინეთ დახმარება და პარალელურ რეჟიმში ამოწმეთ რამდენიც გინდათ. ვეკითხები ქალაქის მერს, ცენტრალურ ხელისუფლებას, ეს ადამიანი მშიერი რომ მოკვდეს, არის თუ არა სახელმწიფოს სირცხვილი და დანაშაული"„- განაცხადა გოგი წულაიამ.

ქუთაისში სოციალური დახმარება გასულ თვეში სამასამდე ოჯახს შეუჩერდა.

„ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის თეონა ჭალიძის განცხადებით, საარსებო შემწეობის ჩარიცხვა 45 000 ადამიანს შეუჩერდა, რის გამოც მოქალაქეები რთულ პირობებში არიან. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა