|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული ბავშვები რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს

ქუთაისში მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული ბავშვები ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან მოთავსებული. ბავშვები კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. როგორც კლინიკაში განმარტავენ, ორივე მცირეწლოვანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

"მცირეწლოვანი ბავშვები მძიმე მდგომარეობით შემოიყვანეს კლინიკაში. ერთ-ერთ აქვს თავის ტვინის ჰემატობა, ბავშვები არ არიან მართვით სუნთქვაზე, მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკა სტაბილურია. უტარდებათ გამოკვლევები, რის შემდეგაც დაზუსტდება დაჭირდებათ, თუ არა ქირურგიული ჩარევა", - აცხადებენ კლინიკაში.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა