|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ინტერვენციული მედიცინის ცენტრში განმარტავენ, რომ მცირეწლოვანებს ამ დროისთვის ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებიათ.

"ბავშვების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მცირეწლოვანები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან, თუმცა მართვით სუნთქვაზე არ იმყოფებიან. დინამიკა სტაბილურია. ამ დროისთვის არ დასჭირვებიათ ქორურგიული ჩარევა, მიმდინარეობს მკურნალობა"-აცხადებენ კლინიკაში. მათი ინფორმაციით, 10 წლის გოგონას სახის ძვლების მრავლებითი მოტეხილობა, ასევე თავის ქალის მოტეხილობა აღენიშნებოდა. 5 წლის ბიჭს კი თავის ტვინში ჰემატომა აქვს.

ბავშვებს მატარებელი გუშინ დაეჯახა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა