|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მატარებლისა და ავტომობილის შეჯახებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე მატარებელი ავტომობილს დაეჯახა, რის შედეგადავ მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

 თვითმხილველების თქმით,  ავტომობილის მძღოლი წესებს არ დაემორჩილა და  შუქნიშანთან მანქანა არ გააჩერა, რის გამოც მატარებელი დაეჯახა. შუქნიშანთან მანქანა უნდა გაეჩერებინა, თუმცა ეს არ გაუკეთებია, რაც უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა.

ინფორმაციას ადასტურებენ შსს– პრესცენტრში. მათი განცხადებით, გამოძიება 220 მუხლით არის აღძრული, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი