ქუთაისში მცხოვრებ ქეთევან კიკნაძეს 103 წელი შეუსრულდა
ქუთაისში მცხოვრებ ქეთევან კიკნაძეს დღეს 103 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით, ქალბატონს ქალაქის მერი შოთა მურღულია და სოციალური სამსახურის უფროსი გია ჩიჯავაძე ესტუმრნენ. ქალაქის მერმა 103 წლის ქალბატონს დაბადების დღე მიულოცა და თაიგული აჩუქა. იუბილარს ადგილობრივი ბიუჯეტიდან საჩუქრად ათასი ლარი გადაეცა.
„ჩვენ ქუთაისში მცხოვრებ ას წელს გადაცილებულ ყველა ადამიანს ვულოცავთ დაბადების დღეს. ხანდაზმული თანაქალაქელებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენთ. დღევანდელ იუბილარს, ქალბატონ ქეთევანს კი კიდევ მრავალი წლის მატებას ვუსურვებთ“- განაცხადა ქუთაისის მერმა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















